2019 წლის ყველაზე პოპულარული სმარტფონები

04/24/2019
მომხმარებელი Guga Tsinaridze

სმარტფონი თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დღეს ის არა მხოლოდ ზარების განსახორციელებლად არამედ სხვადასხვა მრავალი ფუნქციითაც გამოიყენება. შესაბამისად, მწარმოებლები ცდილობენ სხვადასხვა გაუმჯობესებული მონაცემებითა და უნიკალური,უახლესი დიზაინით გააკვირვონ მომხმარებლები . წლის ბოლო თანდათან ახლოვდება და უკვე დროა ვიხილოთ ,როგორ გამოიყურება 2019 წლის საუკეთესო სმარტფონების ტოპ შვიდეული და რომელი მობილურები იკავებენ მოწინავე პოზიციებს.

შეგახსენებთ ,რომ სტატიაში შესულია, როგორც მიმდინარე ,ასევე წინა წელს გამოსული სმარტფონები ,რომლებიც დღემდე არ კარგავენ აქტუალობას.

Samsung Galaxy S9 Plus

მაშ ასე , Samsung Galaxy S9 Plus- მა დაიმსახურა წლის საუკეთესო სმარტფონის ტიტული. მის ვიზუალურ მომხიბვლელობას ალბათ ყველანი კარგად ვხედავთ და ვაღიარებთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. მწარმოებელმა ყველა სიახლეს მოუყარა თავი და ერთ სმარტფონში მოათავსა.

მისი განსაკუთრებული მახასიათებელია :

  • · გულის რიტმის დიაგნოსტირების აპარატი
  • · უსადენო დატენვის ფუნქცია

უკვე კარგა ხანია დისპლეი ზომითა და ხარისხით მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს. სმარტფონის DOLBY ATMOSS - ის სტერეოდინამიკები ხაზს უსვამს მოცულობითი ხმის ხარისხსა და სიძლიერეს. ტელეფონს დამატებით აქვს დამხმარე BIXBY,რომელიც იწერს ნებისმიერ თამაშს GOOGLE PLAY- დან და ასევე თარგმნის ტექსტებს ნებისმიერ ენაზე.

Samsung Galaxy Note 8

Samsung Galaxy Note 8 ნამდვილი საჩუქარია მხატვრებისთვის, ფლაგმანების მოყვარულებისა და ბიზნესმენებისთვის. ის ძალიან ჰგავს ბლოკნოტს, როგორც ფორმით, ისე მთავარი უპირატესობით - სტაილუსით, რომლითაც მასზე ვწერთ. ალბათ ფიქრობთ და გგონიათ,რომ სტაილუსის მოდა წარსულს ჩაბარდა,თუმცა S Pen უნიკალურია, მისი საშუალებით ეკრანზე მაშინაც კი ვწერთ, როცა დაბლოკია. სმარტფონს აქვს IP68, წყლისა და მტვრისგან დაცვის სტანდარტი. მუშაობს 8 ბირთვიან პროცესორზე Exynos 8895, რომლის სიხშირეა 2,3 GHz.

Samsung Galaxy S9

SAMSUNG- ის ამ მოდელში სიახლეები ნაკლებად გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ძველი, თუმცა დახვეწილი მახასიათებლები. ხმის საუკეთესო ხარისხისთვის სმარტონს დაყენებული აქვს სტერეოდინამიკები. მოდელს ასევე, აქვს Super Slo-Mo (960 კადრი წამში) მოდული, რომლის საშუალებითაც თქვენ გაქვთ შანსი მისი საშუალებით გადაიღოთ ფილმი და „სლოუმოუშენის“ გამოყენებით ყველაზე ცნობილ რეჟისორებსაც კი შეეჯიბროთ. მოდელის ეთ-ერთი სიახლე AR - ემოჯია. ეს არის ფუნქცია, რომელიც ახდენს თქვენი გამოსახულების ანიმირებას.

Huawei P20 Pro

ეს არის პირველი სმარტფონი სამმაგი კამერით. გარდა ამისა მას ნამდვილად შეუძლია იამყაოს 12 MP გაფართოების სენსორით და ხუთმაგი ჰიბრიდული ზუმით. ასე, რომ ის ძალიან შორს იხედება და მისი საშუალებით მთვარის დაბნელების გადაღებაც საკმაოდ მარტივად შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელს 4K ვიდეოს გადაღების ფუნქცია არ აქვს, 1080 p-ის გაფართოების წყალობით მშვენივრად გაუმკლავდება ვიდეო გადაღებასაც . თუ გინდათ, კარგი ფოტოგრაფი გახდეთ და უპირატესობას ფოტოების ხარისხს ანიჭებთ მაშინ Huawei P20 Pro ნამდვილად თქვენთვის არის შექმნილი.

Huawei Mate 10 Pro

ის ცნობილია როგორც ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი სმარტფონი. მისი კორპუსი ელეგანტური და კომფორტული დასაჭერია, თუმცა საკმაოდ თხელი დიზაინის გამო,ის ხშირად ხელიდან გვიცურდება,ამისათვის კი კომპლექტაციაში მას სპეციალური ჩიხოლი მოყვება.

სმარტფონს აქვს HDR10 ეკრანი, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს ნათელი და ღრმა სურათებით.მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გამოცალკევებული ნეიროპროცესორია, რაც იმას ნიშნავს რომ ტელეფონს აქვს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა. რაც შეეხება კამერას,ის ცნობს ობიექტებს, თავად ეწყობა პეიზაჟის, პორტრეტის და დეტალის გადაღების რეჟიმზე. შეუძლია ობიექტივში მოხვედრილი ტექსტის თარგმნა. ის თვალყურს ადევნებს, თუ რა აპლიკაციებს იყენებთ ყველაზე ხშირად და თავად აკეთებს VIP სიას, რათა უზრუნველყოს მათი სწრაფი გაშვება. სმარტფონს აქვს 4000 mAh-იანი აკუმულატორი, რის გამოც მის გამოყენებას ორი დღე შეძლებთ დატენვის გარეშე.

Samsung Galaxy S8 Plus

Samsung-მა, ეს არაჩვეულებრივი მოდელიც საკმაოდ პოპულარული გახადა. ელეგანტური და წარმოსადეგი დიზაინი, უსაზღვრო დისპლეი HDR10 მხარდაჭერით, ყველაზე ძლიერი 10 ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 835, მინა Gorilla Glass 5, Wolfson-ის ხმა და კარგი კამერა, სხვა დანარჩენი მის შესახებ უკვე დიდი ხანია თქვენთვის ისედაც ცნობილია.

iPhone 10

და ბოლოს ,რა თქმა უნდა, 2019 წლის ყველაზე პოპულარულ მოდელად სახელდება iphone 10 ,რომელიც კომპანიისთვის საიუბილეო გამოდგა და iphone-ებში ყველაზე გრანდიოზული დიზაინის ცვლილებით გამოირჩევა.

Apple-ის A11 Bionic ჩიპსეტი გააჩნია, რომელიც ბაზარზე ჯერაც ყველაზე ოპტიმიზირებული და ძლიერია თუკი გრაფიკულ ბენჩმარკებს დავუჯერებთ. Apple-ის ოპტიმიზაციებზე ლაპარაკიც არაა, ვინაიდან კომპანია თავისივე საოპერაციე სისტემას – iOS-ს იყენებს და თავისივე შიდა მახასიათებლებთან წყვილში საუკეთესო სიძლიერის კომბინაციას იძლევა”.

რაც შეეხება მოდელის კამერას, ის შესანიშნავია და ერთ-ერთი საუკეთესოც,ვინაიდან iphone-ის კამერა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია .

მოკლედ,როგორც ხედავთ მობილურების უდიდესმა მწარმოებლებმა ბაზარზე უახლესი მოწყობილობები გამოუშვეს და ამით ყველა საფასო კატეგორიაში უჩვეულო მრავალფეროვნება შექმნეს. სტატიაში თქვენ გქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდით ,2019 წლის ყველაზე პოპულარულ მოდელებს, ახლა კი არჩევანი თქვენზეა,რადგაც სწორედ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რომელ მათგანს მიანიჭებთ უპირატესობას. V-shop.ge კი, დაგეხმარებათ მათ შერჩევასა და საკმაოდ მისაღებ ფასად შეძენაში.