კაცობრიობის მორიგი გამოწვევა

03/30/2019
მომხმარებელი Tako Gelashvili

დღესდღეობით უამრავი დიეტის პირობებში, საკმაოდ რთულია დავადგინოთ ,სინ ამდვილეში, რომელი მათგანი მუშაობს ყველაზე ეფექტურად. თუ ბოლო წლებში აქტიურად ადევნებდით თვალყურს დიეტების შესახებ სიახლეებს,მაშინ თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა „კეტო“ იგივე კეტოგენური დიეტა,რომელიც ჰოლივუდში ძალიან პოპულარულია და ვარსკვლავების უმეტესობა იდეალური სხეულის მისაღებად სწორედ აღნიშნულ ხერხს მიმართავს.

და მაინც რა არის კეტოგენური დიეტა ? რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში? რა უპირატესობებით სარგებლობს ის და რატომ დაიმკვირდა საუკეთესო დიეტის სტატუსი ჰოლივუდში?

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კეტო-დიეტა ხანგრძლივი კვლევების შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავეს და კვების ეს მეთოდი დიეტოლოგიაში საკმაოდ წარმატებით დაინერგა. კეტოგენური დიეტა - დაბალნახშირწყლოვანი დიეტაა, ცხიმების მაღალი შემცველობით,რომელიც გულისხმობს ცხიმოვანი და ცილოვანი პროდუქტების მიღებას ნახშირწყლების გარეშე. მისი მიზანი კეტოსისის მდგომარეობაში გადასვლაა ,რაც ნიშნავს იმას,რომ ორგანიზმი ნახშირწყლების ნაცვლად ენერგიის წყაროდ ცხიმებს ანუ კეტონებს იყენებს. კეტო დიეტა საკმაოდ სწრაფად მოქმედებს და ეფექტურია ყველა წონის, ასაკისა თუ ამა თუ იმ დაავადების მატარებელი ადამიანისთვის.

კეტო-დიეტის უპირატესობა ის არის, რომ კანქვეშა ცხიმი საკმაოდ სწრაფად იწვება, ის არ გვაცლის კალორიებს და კუნთური მასაც სხვა დიეტებთან შედარებით , სრულად ნარჩუნდება . დიეტის დროს ადვილია მადის კონტროლიც ,რადგან ამ დროს შიმშილის გრძნობა საერთოდ არ გვაწუხებს. ხშირად სხვა დიეტების დასრულების შემდეგ წონა ძალიან მალე ისევ უბრუნდება ძველ მაჩვენებელს. ეს იმიტომ ხდება, რომ დიეტების უმეტესობა ორგანიზმისთვის მუდმივი სტრესია და როცა საკვები ნივთიერებები ცოტაა, ნივთიერებათა ცვლა ნელდება. შესაბამისად, როგორც კი, ადამიანი უბრუნდება ჩვეულებრივ კვებას, შენელებული მეტაბოლიზმი ვეღარ უმკლავდება საკვების გადამუშავებას და აგროვებს ცხიმს, რაც არ ხდება კეტო დიეტის დროს, რადგან ადამიანი არ შიმშილობს.

ვარსკვლავები და კეტო დიეტა

როგორც უკვე აღვნიშნე,კეტო დიეტა ჰოლივუდში საკმაოდ დიდი აქტუალობით სარგებლობს და ეფექტიც არაჩვეულებრივია.

49 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ასაკის მიუხედავად ,ყოველთვის ახალგაზრდულად და ფანტასტიურად გამოიყურება,მისი თქმით ,წონის შენარჩუნებაში სწორედ კეტო დიეტა და ვარჯიში ეხმარება. 10 დღიანი დიეტის შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა სოციალურ ქსელ Instagram - ზე ფოტო გამოაქვეყნა ,რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.



ცნობილმა მსახიობმა Maley Cyrus- მა სწორედ კეტოგენური დიეტით მიაღწია შესანიშნავ შედეგს , მან მცირე დროში 12 კგ -ის დაკლება შეძლო.


შესანიშნავი მაგალითია ასევე ინგა ობოლდინიც ,რომლის წონამაც,მშობიარობის შემდეგ 70კგ-ს გადააჭარბა,მსახიობი ბევრი დიეტით ცდილობდა კილოგრამების დაკლებას, მაგრამ ყველაზე კარგი შედეგი მხოლოდ კეტო დიეტის წყალობით მიიღო,ახლა ვარსკვლავის წონა 62 კგ-ს შეადგენს.

როგორ უნდა ვიკვებოთ კეტო დიეტის დროს?

გთავაზობთ კეტო დიეტის რაციონის ზოგად მიმოხილვას, რომლის მთავარ ნაწილს შეადგენს ცილებით მდიდარი საკვები.

ხორცი - ცილების და ვიტამინების ძირითადი წყაროა. მიირთვით ქათამი, საქონლისა და კურდღლის ხორცი. ასევე, საექიმო და ქათმის ძეხვი.

თევზი - მიირთვით წითელი თევზი, ქაშაყი, კამბალა, პალტუსი.

ზღვის პროდუქტები: მიდიები, კალმარი, კიბორჩხალა, კრევეტები.

კვერცხი: ქათმის და მწყერის.

თხილი: ნუში, თხილი, კაკალი და სხვ.

დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები: ხაჭო, ყველი, იოგურტი, რძე და კეფირი.

ბოსტნეული: ისპანახი, ჭარხალი,კიტრი, ყაბაყი და კომბოსტო.

ხილი: არატკბილი ვაშლი, გრეიპფრუტი, ფორთოხალი.

აკრძალული პროდუქტები :

ბურღულეული : ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, ფეტვი.

საკონდიტრო ნაწარმი: ტორტი, შოკოლადი, ზეფირი, ვაფლი.

პურ-ფუნთუშეული: პური, ფუნთუშა.

ახლა გთავაზობთ კეტო დიეტის უფრო კონკრეტულ - 1 კვირის რაციონს,რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ და რომელიც თამამად შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის დროს.

მენიუ მამაკაცებისთვის :

ორშაბათი

  1. · იოგურტი,მოხარშული კვერცხი
  2. · ქათმის მკერდი, ხაჭო
  3. · ქაშაყი,ყველი
  4. · თხილი, იოგურტი

სამშაბათი

  1. · ხაჭო,შემწვარი კვერცი
  2. · მოხარშული ქათმის ფილე მწვანილებით
  3. · ორაგული
  4. · ნუში, იოგურტი

ოთხშაბათი

  1. · კეფირი
  2. · მოხარშული ძროხის ხორცი მწვანილებით
  3. · კენკრა, ავოკადო, თხილი ცოტა რაოდენობით
  4. · მოხარშული კვერცხი

ხუთშაბათი

  1. · მოხარშული კვერცხი
  2. · კოტლეტი,ყველი,კიტრი
  3. · მოხარშული ქაშაყი
  4. · ხაჭო

პარასკევი

  1. · ყველი,პომიდორი
  2. · ძროხის ან ქათმის ფილე
  3. · ორაგული,ყველი
  4. · კაკალი,იოგურტი

შაბათი

  1. · ხაჭო,ყველი
  2. · მოხარშული კვერცხი, ბეკონი , კიტრი
  3. · კალმახი,ყველი
  4. · კაკალი

კვირა

  1. · კვერცხი,იოგურტი
  2. · საქონლის ან ქათმის ხორცი
  3. · ხაჭო
  4. · კიტრის და პომიდვრის სალათა

მენიუ ქალებისთვის :

ორშაბათი

  1. · კეფირი,მწვანე ჩაი
  2. · მოხარშული ქათმის ფილე
  3. · კიტრი პომიდვრის სალათა
  4. · ხაჭო,არაჟანი

სამშაბათი

  1. · იოგურტი,ნუში ან არაქისი
  2. · მოხარშული ქათმის ბულიონი მწვანილებით
  3. · ორაგული,სალათის ფოთლები,ყველი
  4. · კაკალი

ოთხშაბათი

  1. · მწვანე ჩაი,კაკალი
  2. · კვერცხი,კიტრი
  3. · კენკრა, ავოკადო, თხილი ცოტა რაოდენობით
  4. · ხაჭო,იოგურტი

ხუთშაბათი

  1. · მოხარშული კვერცხი
  2. · კოტლეტი,ყველი,კიტრი
  3. · მოხარშული ქაშაყი
  4. · ხაჭო

პარასკევი

  1. · იოგურტი,ყველი
  2. · წითელი თევზი,ბროკოლი
  3. · მწვანე სალათი
  4. · კაკალი,კეფირი

შაბათი

  1. · ხაჭო,იოგურტი
  2. · საქონლის ნეკნები, კიტრი
  3. · მოხარშული კალმახი, ყველი
  4. · კაკალი ან თხილი და იოგურტი

კვირა

  1. · თევზი,ხაჭო
  2. · კვერცხი,ყველი
  3. · ორაგული , მწვანილი
  4. · კაკალი,იოგურტი
აქვს თუ არა კეტო დიეტას რაიმე უკუჩვენება ?

მაშინ, როდესაც ორგანიზმი ეჩვევა კეტონების გლუკოზის ნაცვლად გამოყენებას, შესაძლოა თავი იჩინოს ნეგატიურმა სიმპტომებმა, როგორებიცაა შეკრულობა, სისუსტე, თავის ტკივილი, გაღიზიანება. ეს ყველაფერი როგორც წესი, კეტოგენური დიეტის პირველივე კვირაში იჩენს თავს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ორ კვირასაც გაგრძელდეს. ყველაზე ხშირი უკუჩვენება მაინც , კუჭის შეკრულობაა, ბევრი წყლის მიღება და ზოგიერთი ბოსტნეული, რომელიც დაშვებულია დიეტაში, ამ პრობლემის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. უფრო იშვიათი გართულება კი თირკმლის კენჭია. ამ პრობლემის კონტროლიც ასევე საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებით შეიძლება.

გახსოვდეთ ! კეტო დიეტა კატეგორიულად აკრძალულია დიაბეტიანებისთვის,თირკმელებით დაავადებულთათვის,საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნაწლავის დაავადების მქონე პირთათვის!

რატომ მაინც და მაინც კეტოგენური დიეტა : მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება

წონის დაკარგვა კეტოგენური დიეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უპირატესობაა, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს , მან შეიძლება ბევრი სხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დანიშნულებაც შეიძინოს. კეტოგენური დიეტა წლებია ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება, ძირითადად ბავშვებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან მედიკამენტოზურ მკურნალობას და ხშირ შემთხვევაში, როგორც ფაქტები ცხადყოფს, კეტოგენური დიეტის შედეგად მათ ან შეუმცირდათ ან საერთოდ გაუქრათ გულყრები.

დაბალი ნახშირწყლების შემცველ დიეტაზე ამჟამად ისევ მიმდიონარეობს კვლევები - ალცჰაიმერისა და პარკინსონის სინდრომის სამკურნალოდ გამოყენებისთვის,რადგან რამდენიმე შემთხვევაში მან საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა ნეიროდეგენერაციული დარღვევების მქონე ადამიანებისთვის.

აუტიზმი და კეტოგენური დიეტა

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მკურნალობის სტრატეგიები დღემდე დამუშავების პროცესშია. იმ ბავშვებისთვის, ვისაც აქვს აუტიზმი და ამავდროულად ეპილეფსიური გულყრები, აქვთ მკურნალობის ძალიან ვიწროარჩევანი. კეტოგენური დიეტის გამოყენება კი, როგორც უკვე ვთქვით, ამცირებს გულყრებს და ამიტომ ის უკეთესად მოქმედებს აუტისტი ბავშვების ქცევაზე.

სამწუხაროდ , არცერთი დიეტა, რომელიც გამოიყენება აუტისტი ბავშვების სამკურნალოდ, არ არის სრულად ეფექტური. არსებული მკურნალობის მეთოდები მიმართულია აუტისტების ქცევის გამოსწორებაზე, თუმცა ძირითად სიმპტომებზე ისინი არ მოქმედებს. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს,რომლებიც კეტოგენურ დიეტას იცავენ, საგრძნობლად შეუმცირდათ აუტიზმის სიმპტომები,ამასთან გაუუმჯობესდათ კოგნიტური და მეტყველების ფუნქციები, გახდნენ უფრო სოციალურნი, მშვიდები და გათავისუფლდნენ სტერეოტიპული ქცევებისგან.

მაშ ასე ,როგორც ხედავთ, აუტიზმის მქონე ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილზე დადებითად მოქმედებს დიეტა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, ასეთი ბავშვებისთვის ძალიან ცოტა მკურნალობის სტრატეგია არსებობს, კეტოგენური დიეტა არის ის მეთოდი, რომლის ცდაც ნამდვილად ღირს.

არჩევანი კეტოგენურსა და ჩვეულებრივ დიეტას შორის

იქნებ, კეტოგენური დიეტით ვარჯიში უფრო ეფექტურია ვიდრე ჩვეულებრივი დიეტით? დიახ, სწორედ ასეა , კეტოგენური დიეტით ვარჯიშის დროს ადამიანის ორგანიზმში მიმდიონარეობს პარადოქსული მოქმედება - ცხიმის დონე იწევს ხოლო კუნთოვანი მასის დონე იმატებს,ამიტომ ეს არის ყველაზე კარგი საშუალება ზედმეტი ცხიმის გარეშე მოვიმატოთ კუნთოვანი ქსოვილის მასა.

როგორც ნებისმიერ საკითხზე,ამ შემთხვევაშიც საზოგადოების აზრი ორად იყოფა, ნაწილი აღფრთოვანებით საუბრობს დიეტის შედეგზე , ხოლო ნაწილი საერთოდ არ აღიარებს მის ეფექტურობას. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ,რომ ხალხის არასწორი წარმოდგენა კეტო დიეტაზე გამოწვეულია იმით , რომ ადამიანის ორგანიზმს კეტოგენურ მდგომარეობაში შესასვლელად სჭირდება 10 დან 30 დღე. ეს ის პერიოდია, როდესაც ორგანიზმი მთლიანად გადადის ცხოვრების ამ სისტემაზე , ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ადამიანი განიცდის დისკომფორტს და შესაბამისად არღვევენ დიეტის წესებს, რაც შემდგომ იწვევს არაეფექტურობას. ფაქტობრივად , ისინი არ აცდიან ორგანიზმს განიცადოს სრული ადაპტაცია და მიაღწიოს საუკეთესო შედეგს. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ზემოთ აღნიშნული ,არაერთი სასარგებლო თვისებების შემდეგ ,მერწმუნეთ ნამდვილად ღირს კეტოგენური დიეტის ცდა ,რის შედეგადაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ.

რჩევები:

1. არ დაიწყოთ კეტოგენური დიეტა თვითნებურად;

2. გააკონტროლეთ საკვები რაციონის შემადგენლობა;

3. დალიეთ ბევრი წყალი;

4. შემატეთ თქვენს ცხოვრებას ის ფიზიკური აქტივობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ;