აუტიზმი - პაზლი, რომელიც ერთად უნდა ავაწყოთ

04/02/2019
მომხმარებელი Guga Tsinaridze

აუტიზმის ცნობადობის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება,რომლის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით, ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აუტიზმიეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. ის სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ძირითადად სწორედ ბავშვებში ვლინდებასქესის, რასისა და სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად.

აუტისტ ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, ქცევაში, მეტყველებაში, ვერ ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან. მათი ქცევა ხასიათდება მკაცრი სტერეოტიპულობითდაწყებული ელემენტარული მოძრაობების მრავალჯერადი გამეორებით - ხელების ქნევა,ადგილზე ხტომა, დასრულებული რთული რიტუალებით- აგრესიით, თვითდაზიანებით, ყვირილით,ნეგატივიზმით.აუტიზმის მძიმე ფორმას ახასიათებს გარემოს მიმართ გულგრილობა. აუტიზმის სიმპტომები და მახასიათებლები შეიძლება სხვადასხვა კომბინაციებით გამოვლინდეს.

აუტიზმის სიმბოლოდ მიჩნეულია პაზლის ნაწილები. ამ სიმბოლოს წარმოშობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი მოსაზრება ასეთია: პაზლის ყველა ნაწილი უნიკალურია და მთლიანი სურათის შექმნისთვის ყველა დეტალს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, ხოლო რამდენადაც აუტიზმის მქონე პირებს აქვთ კომუნიკაციის, ურთიერთობის დამყარების სირთულე, ამდენად „უჭირთ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნა“. კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, რამდენადაც დიდი ხნის მანძილზე ვერ მოხერხდა აუტიზმის ბოლომდე შესწავლა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი ამ სინდრომთან დაკავშირებით, პაზლი წარმოადგენს ერთგვარ თავსატეხს.

აუტიზმის გამომწვევი მიზეზების კვლევა დღემდე მიმდინარეობს. ძირითად მიზეზებად სახელდება გენეტიკა და ეკოლოგია, ანუ მემკვიდრეობითობა და გარემოს გავლენა.მის ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკასა და გამოკვლევებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. ამჟამად აუტიზმის წამალი არ არის ცნობილი,თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შველა შეუძლებელია.დღესდღეობით, მის სამკურნალოდ გამოიყენება ფსიქოლოგიური კორექციის ინდივიდუალური პროგრამები.

აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტისტთა დისკრედიტაცია.

სწორედ ამიტომ, დღეს, 15:00 საათზე, დედაენის ბაღში, ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს,რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაა.

ამ დღესთან დაკავშირებით, დედაენის ბაღში, მოწყობილი იქნება საინფორმაციო კუთხე, სადაც ადამიანებს სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე ბავშებს ადგილზე ბევრ სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობასთან ერთად , სახალისო შეჯიბრები და სიმბოლური საჩუქრები დახვდებათ.

კომპანია V-shop.ge აქტიურად უერთდება დაგეგმილ აქციას, მხარს უჭერს ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“ -ის ინიციატივას და ღონისძიების ერთ-ერთი თანა-სპონსორია.შეგახსენებთ,რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და გელით ყველას, ასაკის შეუზღუდავად. მობრძანდით და ერთად გავცეთ სიყვარული,რომელიც აუტიზმის მთავარი გასაღებია!