რა უნდა გავითვალისწინოთ ელექტრო ჩაიდნის შეძენისას

04/11/2019
მომხმარებელი Guga Tsinaridze

სამზარეულოში ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ნივთის სტატუსს სწორედ ელექტრო ჩაიდანი წარმოადგენს,რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენება.დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ჩაიდნების ფართო არჩევანია წარმოდგენელი და შესაბამისად მათი არჩევა არც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული,თუმცა მათი ყიდვისას რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება,რათა შემდგომში კმაყოფილი დავრჩეთ ჩვენი შენაძენით.

მასალა

ბაზარზე ძირითადად ვხვდებით მასალათა 5 ტიპს :

1. პლასტმასი

2. მეტალი

3. მეტალი + პლასტმასი

4. მინა

5. კერამიკა

ნებისმიერი მათგანი პრაქტიკული და ხარისხიანია,თუმცა მეტალის მასალისგან დამზადებული ელექტრო ჩაიდანი პლასტმასთან შედარებით , არც ისე მარტივი მოსავლელია,მიუხედავად ეფექტური დიზაინისა.

რაც შეეხება მინისაგან დამზადებულ ჩაიდანს,ის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა,თუმცა მოსავლელად და მოსაფრთხილებლად საკმაოდ ფაქიზი,რადგან მისი დაზიანების შანსი სხვა ჩაიდნებთან შედარებით ყველაზე მაღალია.

კერამიკის ჩაიდანს ყველაზე ორიგინალური და ლამაზი დიზაინი აქვს,თვისობრივად საკმაოდ წააგავს მინის მასალისგან დამზადებულ ჩაიდანს და შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთადაც მიიჩნევა. მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,ის რომ ძალიან უხმაუროა მუშაობის დროს.

მოცულობა

ჩაიდნების მოცულობა ძირითადად მერყეობს 0,5-დან 2 ლიტრამდე,რომელთაგანაც ყველაზე მოთხოვნადი 1,5-1,8 ლიტრიანი ელექტრო ჩაიდნებია. რაც უფრო დიდი მოცულობისაა ჩაიდანი ,რა თქმა უნდა, მეტი რაოდენობის წყალს ადუღებს,თუმცა ის მეტ ელექტრო ენერგიასაც მოიხმარს. ასე ,რომ სრულად თქვენზეა დამოკიდებული რა მოცულობის ჩაიდანს შეიძენთ და რას მიანიჭებთ უფრო მეტ უპირატესობას.

სიმძლავრე, ელექტროენერგიის მოხმარება

ელექტრო ჩაიდანი საკმაოდ მძლავრი ხელსაწყოა, მის მიერ მოხმარებული სიმძლავრე საშუალოდ 1000- დან 3000- მდე ვატს შეადგენს. რაც უფრო მაღალია სიმძლავრე,ჩაიდანი სწრაფად ახდენს წყლის ადუღებას ,თუმცა მეტ ელექტროენერგიიას საჭიროებს და ხმაურის დონეც შედარებით მაღალია. ამიტომ,თუ თქვენ ელექტრო ჩაიდნის შერჩევისას ეკონომიასაც ითვალისწინებთ ,შეიძინეთ შესაბამისი სიმძლავრის ჩაიდანი.

ფილტრები


ძირითადად ელექტრო ჩაიდნებს ერთი ან ორი ფილტრი აქვთ. პირველი ფილტრი ჩაიდნის ყელზეა მოთავსებულა და სწორედ ის არის პასუხისმგებელი იმ ჭუჭყზე,რომელიც ჩაიდანში შეიძლება წყლის ონკანიდან მოხვდეს.

რაც შეეხება ფილტრის მასალას, ხშირად ჩვეულებრივ გამოიყენებენ ლითონის,პლასტმასის ან სულაც ნახშირის ბადეს,თუმცა ეს უკანასკნელი მართალია,გარკვეულწილად ართულებს წლით ავსებაც,მაგრამ სამაგიეროდ ჩაიდანში მაქსიმალურად გაფილტრული და სუფთა წყალი ხვდება.

ყელზე მოთავსებული ფილტრის გარეშე,ელექტრო ჩაიდანი უპრობლემოდ იმუშავებს,თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მეორე ფილტრზე ,რომელიც ჩაიდანის ცხვირის ნაწილშია განთავსებული. აღნიშნული ფილტრი აუცილებელია,რათა ჩაიდნის ნადები არ მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში და რაიმე საფრთხე არ შეექმნას ჩვენს ჯანმრთელობას.

ასე,რომ თუ თქვენ მოგეწონათ ჩაიდანი,რომელსაც პირველი ფილტრი არ აქვს ,ეს პრობლემას არ წარმოადგენს.მთავარია შეამოწმოთ მეორე ფილტრის არსებობა და თამამად შეიძინოთ ელექტრო ჩაიდანი.

დამატებითი ფუნქციები

თითქმის ყველა ელექტროჩაიდანი აღჭურვილია მთელი რიგი დამატებითი ფუნქციებით,რომელთა დახმარებითაც უფრო მარტივი და კომფორტული ხდება მათი გამოყენება.

· ტემპერატურული რეჟიმები - ამ რეჟიმის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ წყლის ადუღება 40, 60, 80 და 100°C ტემპერატურაზე.

· სითბოს შენარჩუნების რეჟიმი - აღნიშნული რეჟიმით ,თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ წყლის ტემპერატურა , ანუ ამ შემთხვევაში ჩაიდანი ერთგვარ თერმოსის ფუნქციასაც შეითავსებს.

· წყლის მაჩვენებლის ინდიკატორი - ზოგიერთ ელექტროჩაიდანს კორპუსზე გააჩნია ინდიკატორი, რომელიც უჩვენებს, თუ რა რაოდენობის წყალია ჭურჭელში. ეს მახასიათებელი საკმაოდ მოსახერხებელია ნებისმიერი დიასახლისისთვის.

ავტომატური გამორთვის რეჟიმი - ზოგიერთი ელექტრო ჩაიდანი ავტომატურად ითიშება ,როდესაც წყლის ტემპერატურა მიაღწევს 100°C -ს. იმ შემთხვევაშიც კი ,თუ თქვენ ელექტროჩაიდანში წყლის ჩასხმა დაგავიწყდებათ ეს ფუნქცია დაიცავს ჩაიდანს გადაწვისაგან და ასევე გამორიცხავს ხანძრის შესაძლებლობასაც , ასე რომ ეს ფუნქცია ერთ-ერთი მთავარია ჩაიდნის ფუნქციებს შორის.

· ჩაის დამზადების შესაძლებლობა - ზოგიერთ ჩაიდანს აქვს ჩაის დამზადების უნიკალური ფუნქცია,რომლის საშუალებითად ზედმეტი ჩარევის გარეშე,ჩაიდანი ავტომატურად დაამზადებს მას და რაც მთავარია ეს ყველაფერი საკმაოდ მცირე დროში ხერხდება.

· კაბელის სათავსო - აუცილებელია, ჩაიდანმა და მისმა კაბელმა არ დაიკავოს დიდი ადგილი თქვენს სამზარეულოში, ამიტომ თითქმის ყველა ჩაიდანს აქვს სპეციალური სათავსო, სადაც შესაძლებელია კაბელის „დამალვა“ და მისი საჭირო სიგრძეზე რეგულირება.

და ბოლო, ელექროჩაიდნის შეძენისას თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი და სწორედ მათ მიხედვით თამამად შეიძინოთ ,თქვენთვის სასურველი მოდელი.

ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმას,თუ რას ანიჭებთ უპირატესობას თქვენ და არა სხვა!

შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის ელექტრო ჩაიდანი Vshop.ge - ზე !