როგორ ავიცილოთ თავიდან დისკომფორტი ,რომელიც თან ახლავს ეპილატორით სარგებლობას

04/14/2019
მომხმარებელი Guga Tsinaridze

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჩვენი სხეული მუდმივად ემზადება მეტი სილამაზისთვისა და ბზინვარებისთვის. თანამედროვე ქალბატონების ცხოვრებაში ეპილატორი თითქმის შეუცვლელი ელექტრონული ხელსაწყო,რომელსაც შეუძლია ხანგრძლივი დროით, თავიდან აგვაცილოს არასასურველი თმა სხეულის ნებისმიერ ზონაზე. გამომდინარე იქედან,რომ ეპილატორის გამოყენებას თან ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება ახლავს,აუცილებელია მისი შეძენისას რამდენიმე რჩევა გავითვალისწინოთ,რათა ზემოთხსენებული დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

ბაზარზე, ეპილატორის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყოველწლიურად მასზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება. გასულ წლებთან შედარებით,დღეისათვის ისინი დახვეწილი სახით გვევლინებიან ,რადგან თანამედროვე ტკივილგამაყუჩებელი მოწყობილობებით აღჭურვილნი ,ამსუბუქებენ ყოველგვარ ტკივილს ,რაც აქამდე, თან ახლდა ეპილატორის მოხმარების პროცესს.

თუ აღნიშნულ ნივთს პირველად ყიდულობთ, თქვენთვის ალბათ მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, როგორ აირჩიოთ ეპილატორი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. ეპილაციის ხარისხი პირდაპირკავშირშია ეპილატორის ხარისხზე, რომელთა ასორტიმენტი და მოდელთა კლასი ფართოდ არის წარმოდგენილი,რაც შედარებით ართულებს არჩევანის გაკეთებას . სწორედ ამიტომ ახლა მიმოვიხილავთ ეპილატორთა ტიპებსა და მათ შესაძლებლობებს,რაც აუცილებლად დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი არჩევანი .

არსებობს ეპილატორის 2 ტიპი:

ეპილატორები დისკით - წარმოადგენს მბრუნავ ფოლადის დისკებს, რომლებიც ამოგლეჯენ მათ შორის მოქცეულ თმას თავის ძირიანად. ის საკმაოდ სწრაფად აცლის თმას,თუმცა ეს პროცედურა უმტკივნეულო ნამდვილად არ არის.

ეპილატორები სამტვრევით - შედარებით ნელა მუშაობს,თუმცა ჩატარებული პროცედურა გაცილებით კომფორტულია,რადგან ის ფაქიზად ედება თმას და იღებს მას კანის ზედაპირიდან.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გვაქვს?

იღლიისა და ბიკინის ზონა განსაკუთრებით მგრძნობიარეა,რის გამოც ქალბატონების ნაწილი ვერ ახერხებს ეპილატორის გამოყენებას,თუმცა დღეისათვის,არც ეს წარმოადგენს დიდი პრობლემას ,რადგან ამ ზონებისთვის განკუთვნილ მოდელებს გააჩნიათ სპეციალური საცმი პრეციზიონური თავით,რომლებიც საშუალებას იძლევა მსუბუქად დაჭიმონ კანი მუშაობის პროცესში, რაც საგრძნობლად შეამცირებს ტკივილს. ასევე ტკივილის შესამსუბუქებლად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ყინული, რომელიც ასევე დაიცავს კანს ზედმეტი გაღიზიანებისგან.

გაუტკივარების მეთოდები:

შეიძლება ეპილატორს ჰქონდეს დამატებითი პრეციოზული საცმი(რომელზეც უკვე ვისაუბრეთ), შემზღუდველი, მასაჟორი ან ჯაგრისი, რომელიც ახდენს ზონის დამასაჟებას, მასირებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილის შეგრძნებას.

ეფექტურია აგრეთვე გამაგრილებელი ხელთათმანი გელით, კონტეინერი წყლისთვის - რადგან ეს ახდენს კანის მოყინვას და მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს დასამუშავებელი ზონის მიდამოებში.

საცმები


საპარსი თავი - „ განკუთვნილია ბიკინის ზონისა და კუნთქვეშა მიდამოებისთვის“

საცმი სენსიტიური ადგილებისთვის - მისი გამოყენება მიზანშეწონილია დამწყებთათვის,რაც ძალიან მოსახერხებელია მათთვის ვინც პირველად იკეთებს ეპილაციას. ის აღჭურვილია პინცეტების მცირე რაოდენობით.

საცმი პილინგისათვის - გამოიყენება ეპილაციის შემდგომ კანის მოსავლელად.ის ზედაპირიდან იღებს მკვდარ ფენას და ხელს უშლის თმის ამოსვლას იმავე სიხშირით.

გამაგრილებელი საცმი - მოიცავს ერთგვარ რეზერვუარს წყლისთვის,რომელიც ეპილაციამდე გარკვეული დროით, თავსდება მაცივარში და გამოყენებისას საგრძნობლად ამცირებს ტკივილს.

ყურადღება ასევე მიაქციეთ ეპილატორის წყალგაუმტარ კორპუსს,რომელიც შესაძლებელს გახდის მის გამოყენებას შხაპის ქვეშ. ცხელი წყალი მოადუნებს სხეულს და დაარბილებს კანს,რაც ეპილაციას კომფორტულსა და უმტკივნეულოს ხდის.

სიჩქარე - ძირითადად ეპილატორებს აქვთ მხოლოდ ერთი სიჩქარე,თუმცა უკეთესი იქნება ისეთი ეპილატორის შეძენა,რომელსაც სიჩქარის ორი რეჟიმი ექნება,რადგან მას შეუძლია მოაშოროს ძალიან თხელი თმაც კი, გაცილებით უმტკივნეულოდ და სწრაფად .

როგორ მოვუაროთ ეპილატორს


ეპილატორის მოვლა,გასუფთავებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი წმენდა გამოყენებამდე აუცილებელია სპირტიანი ბამბის ტამპონით,რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის გაღიზიანება. გამოყენების შემდეგ, კი წყალგაუმტარი ეპილატორების შემთხვევაში, მათი გარეცხვა რეკომენდირებულია გამდინარე წყალში წყალგამტარი ეპილატორები კი აუცილებლად გაწმინდეთ ჯაგრისით ,რომელიც ყველა მათგანს კომპლექტში მოყვება .

Vshop.ge- ზე წარმოდგენილია ცნობილი ბრენდების ეპილატორები, რომლებიც ხარისხის, კომფორტისა და გამართული მუშაობის გარანტია.

ზოგადი რჩევები - როგორ გამოვიყენოთ სწორად ეპილატორი

„1) გამოიყენეთ ეპილატორი ცხელი აბაზანის, ან შხაპის შემდეგ. ცხელი წყალი ხელს უწყობს ფორების გაფართოებას და თმის ძირების დასუსტებას, რაც აიოლებს თმის მოცილების პროცესს და უფრო უმტკივნეულოს ხდის მას.

2) ეპილაციის პროცესის წინ სასურველია კანი გაიწმინდოს ლოსიონით, რომელიც შეიცავს 30%-მდე სპირტს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომთავიდან იქნეს აცილებული ინფექციის შეჭრის შესაძლებლობა. თუმცა თვითონ ეპილაციის პროცესში კანი უნდა იყოს აბსოლიტურად მშრალი და სუფთა.

3) ნუ მიიჭერთ ეპილატორს ძლიერად ტანზე, რადგან ამან შეიძლება კანის დაზიანება გამოიწვიოს.

4) ნუ გამოიყენებთ ეპილაციის შემდეგ ლოსიონს, რადგან მასში შემავალმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება გამონაყარი და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

5) ეპილაციის პროცესის დასრულების შემდეგგამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ან გელი, რომელიც განკუთვნილია პარსვის შემდგომი პროცესისთვის. ეს აუცილებელია განსაკუთრებით პლიაჟზე ან სოლარიუმში წასვლის წინ.

6) ეპილაციის დაწყებამდე ხელი გადაატარეთ ტანის იმ მონაკვეთზე, სადაც იკეთებთ ეპილაციას, თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ხოლო თუ თმა ძალიან გრძელია, გამოიყენეთ სპეციალური საცმი გრძელი თმისთვის. თუ თქვენს ეპილატორს ასეთი საცმი არ გააჩნია, მაშინ თმა გაიკრიჭეთ მაკრატლით. სასურველია თმის სიგრძე ეპილაციის პროცესში იყოს 0,5-1სმ.

7) გადაატარეთ ეპილატორი თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით, კანის ზედაპირის პერპენდიკულარულად. სასურველია კანი იყოს დაჭიმული, განსაკუთრებით იღლიისა და ბიკინის ზონაში, რადგან ეპილატორი უფრო წიწკნის კანს, თუ იგი მოდუნებულია და მტკივნეულს ხდის პროცესს.

8) ეპილატორი ოდნავ დახარეთ და ეპილაცია გაიკეთეთ ძალიან ნელა, თქვენ იგრძნობთ როგორ მოედება ეპილატორი თმის ფოლიკულებს. რაც უფრო ნელა გადაატარებთ ეპილატორს კანზე, მით უფრო გულდასმით ამიღებს იგი თმას.

9) პროცესის დასრულების შემდეგ ყველა საცმი, რომელიც გამოიყენეთ, გულდასმით უნდა იქნას გაწმენდილი სპეციალური ჯაგრისით, ან სუფთა ტილოთი, რომელიც ეპილატორის კომპლექტში შედის. ეს მინიმუმამდე დაიყვანს ინფექციის შეჭრის ალბათობას

10) ნუ შეგაშინებთ ეპილაციის პროცესის შემდეგ კანზე წითელი ლაქები, ეს ბუნებრივია და იმის მანიშნებელია, რომ თმები ბოლქვიანად ამოვიდა და პროცესი წარმატებით ჩატარდა.“