როგორ ავიცილოთ თავიდან ზაფხულის ცხელი დღეები

05/14/2019
მომხმარებელი Guga Tsinaridze

ზაფხულის ცხელი დღეები ახლოვდება და ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის, სრულყოფილად დასვენება მზისა და ზღვის გარეშე წარმოუდგენელია. დასასვენებლად ზღვაზე წასვლას არაფერი სჯობს ,თუმცა ალბათ გაინტერესებთ, რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში,თუ მთელი ზაფხულის განმავლობაში სანაპიროზე ნებივრობის საშუალება არ გაქვთ და თანაც ბავშვები გყავთ? ნუ იღელვებთ,გამოსავალი მარტივია. საბედნიეროდ თანამედროვე სამყაროში, აუზის სახით არსებობს გაგრილების ისეთი საშუალება, რომელსაც მთელ მსოფლიოში აქტიურად იყენებენ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც. სწორედ ამიტომ ზაფხულობით ამ ნივთზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

აუზის პროფესიონალურად მოწყობა ბევრისთვის ფუფუნებას წარმოადგენს, ამიტომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია - გასაბერი და კარკასული საცურაო აუზები ,რომლებიც მარტივი მოსახმარია და ამასთან ხელმისაწვდომი ფასიც აქვთ. მაშ ასე, ჩვენი სტატიით, დაგეხმარებით აუზის სწორად შერჩევაში რათა კმაყოფილი დარჩეთ თქვენი შენაძენით. რაც შეეხება ბრენდს - ქართულ რეალობაში, არსებობს ორი ძირითადი მწარმოებელი, Bestway და Intex, რომელთა აუზები ყველაზე ხარისხიანია.

გასაბერი აუზი


გაგრილების ყველაზე იაფი საშუალება გასაბერი საცურაო აუზია.მსგავსი ტიპის აუზი პირობითად ქვეკატეგორიებად შეგვიძლია, დავყოთ: ზრდასრულთათვის და ბავშვებისთვის. განსხვავება, ძირითადად, ზომებსა და გამოსახულებებშია.

გასაბერი აუზები მარტივად მონტაჟება. გაბერვას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, ასევე მარტივია წყლით შევსების პროცესიც. რაც შეეხება მოვლას,არც ეს წარმოადგენს დიდ პრობლემას - ხშირად აუზებს მოყვება ფილტრი, რაც მათ დაბინძურებისგან იცავს, თუმცა აუცილებლად ყურადსაღები და გასათვალისწინებელია რამდენიმე პირობა ,რომელიც მისი მოვლისას აუცილებლად დაგვჭირდება. მაგალითად : აუზის ქვეშ შესაფერისი,რბილი ფენის მოწყობა იმისათვის,რომ შემთხვევით წვეტიანმა საგანმა სავალალო შედეგი არ გამოიწვიოს.

ბაზარზე საბავშვო აუზების საკმაოდ დიდი არჩევანია. გასათვალისწინებელია მხოლოდ ასაკი, შესაბამისად - მოცულობა, სიმაღლე და დაიმეტრი. თუ თქვენი პატარა 1-3 წლამდეა, აუზის სასურველი მოცულობა 50 ლიტრამდე იქნება, ხოლო სიმაღლე - 20-25 სმ. იმ შემთხვევაში, თუ აუზს მოზარდებისთის ვარჩევთ და მათი ასაკი 3 წლის ზევითაა, შესაბამისად, გაიზრდება მონაცემებიც. ასეთ დროს აუზის მოცულობა 700 ლიტრამდე, სიმაღლე კი 40 სმ-მდე აღწევს.

თქვენ შეგიძლიათ, პატარებისთვის ქოლგიანი და გადახურული აუზებიც შეარჩიოთ, რაც მათ მზის სხივებისგან დაიცავს. ხოლო თუ მოუსვენარი პატარები გყავთ და ერთ ადგილზე ყოფნა ხშირად ბეზრდებათ, აირჩიეთ ე. წ. მინი აკვაპარკი. ის არა მხოლოდ გააგრილებს, არამედ გაართობს კიდეც მათ.


გასაბერი აუზის მთავარი უპირატესობები :

  • მარტივი მონტაჟი
  • მარტივად სატარებელი
  • კომპაქტური - დაკეცილი აუზი შენახვისას იკავებს ძალიან მცირე ადგილს
  • დამონტაჟება ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ადგილას ( ბუნებრივია სწორ ზედაპირზე )
  • ხელმისაწვდომი ფასი - გასაბერი აუზი, სხვა აუზებთან შედარებით, ძალიან იაფია

კარკასული აუზი


კარკასული აუზი გასაბერი აუზისგან განსხვავებით მეტად მტკიცე და ხანგამძლეა. ეს არის ასაწყობი სტრუქტურა სხვადასხვა ფორმითა და ზომით. მას არ სჭირდება ყოველ ჯერზე გაბერვა და დამონტაჟება. კარკასული აუზები არსებობს როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. კარკასის აწყობა მარტივია. მთავარია, სწორად მიჰყვეთ ინსტრუქციას. როგორც წესი, კარკასის მასალა ლითონია, რომელსაც აქვს დამცავი საფარი.

კარკასული აუზები იყოფა რამდენიმე ტიპად - სეზონური და ყინვაგამძლე. სეზონური აუზი საჭიროებს ყოველ წელს მონტაჟს - უნდა აიწყოს გაზაფხულზე და დაიშალოს შემოდგომას. ყინვაგამძლე აუზის კარკასი და კედლები კი უძლებს ცივ ტემპერატურას და მას შენახვა არ სჭირდება. ამასთან კარკასულ აუზებს მოყვება კიბე, ფილტრი და წყლის მიღება/გაშვების საქშენები.

შეჯამება:

გასაბერი და კარკასული აუზები იდიალური გამოსავალია სიცხეში. თუ მყარ და დიდი ზომის აუზს ეძებთ და მატერიალური შესაძლებლობაც გაქვთ, მაშინ არჩევანის გაკეთება კარკასულ აუზზე სჯობს. ის არა მხოლოდ ერთ სეზონზე მოგემსახურებათ, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაშიც არ გიღალატებთ. იმ შემთხვევაში კი, თუ სიცხისგან მარტივი და იაფგასიანი გამოსავალი გჭირდებათ, შეარჩიეთ გასაბერი აუზი, რომელსაც უპრობლემოდ გაბერავთ, ჩაფუშავთ და ნებისმიერ ადგილას გადააადგილებთ.

შეგახსენებთ ,რომ ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს აუზების ფართო არჩევანი,რომელთა შეძენაც

შესაძლებელია , Vshop.ge - ის აუზების კატეგორიაში !