ტელევიზორი თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია

03/22/2019
მომხმარებელი Tako Gelashvili

ზუსტად 93 წლის წინ, ეკრანზე, მოძრავი გამოსახურების გამოჩენამ, ტელევიზორის ისტორია შექმნა და იმ დღიდან მოყოლებული მის გარეშე არსებობა ყოველი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი გახდა. ალბათ დამეთანხმებით, ინფორმაციის გადაცემის გარეშე ჩვენი ცხოვრება სრულიად უინტერესო და ერთფეროვანი იქნებოდა,რადგან ტელევიზორის დახმარებით შესაძლებლობა გვაქვს თვალყური ვადევნოთ მსოფლიო სიახლეებს,მივიღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ინფორმაცია,მოვუსმინოთ მუსიკას, ვუყუროთ გასართობ შოუებსა და ჩვენს საყვარელ ფილმებს. ერთი სიტყვით, ეს არაჩვეულებრივი „ყუთი“ წამითაც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და მუდამ ჩვენი ერთგულია.

ერთხმად ვთანხმდებით, რომ ტელევიზორი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და სასარგებლო ნივთია,მაგრამ როგორ ფიქრობთ აქვს თუ არა მას ცუდი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე? საბედნიეროდ, მითი იმის შესახებ ,რომ ის იწვევს თვალის არაერთგზის დაზიანებას , მცდარია. მშობლები ხშირად უკრძალავენ პატარებს ტელევიზორის ახლოდან ყურებას,რადგან მათი აზრით, ეს განავითარებს მხედველობის დაქვეითებას,თუმცა ეკრანთან დიდხანს და ახლოს ჯდომა გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ თვალის გადაღლასა და დაძაბულობას - პრევენციის მიზნით კი საჭიროა ოფთამოლოგთა რამდენიმე რჩევის გათვალისწინება :

1. განათებ

განათება ყველაზე მნიშვნელოვანია ,სწორედ იმ ოთახში სადაც ტელევიზორი დგას. ოფთალმოლოგები გვირჩევენ, ტელევიზორს ვუყუროთ არც ძალიან განათებულ და არც ძალიან ჩაბნელებულ ოთახში, რადგან სხვა შემთხვევაში, გამოსახულების დასანახად, თვალი საკმაოდ იძაბება. მათი რეკომენდაციით, არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი, იმისთვის, რომ ტელევიზორის ყურებისას, თვალი ზედმეტად არ დაიტვირთოს: ეს არის განათება ტელევიზორის უკან, ეგრეთ წოდებული Backlighting.

2. დისტანცია

ტელევიზორის ყურება, დისტანციის მიუხედავად, არ იწვევს თვალის არანაირ დაზიანებას. თუმცა, ტელევიზორთან ძალიან ახლოს, ან არასტანდარტული კუთხით ჯდომამ, როგორც უკვე აღვნიშნე შეიძლება თვალების გადაღლა გამოიწვიოს. თვალების დასვენება კი ძალიან მარტივად შეიძლება - გამოსავალი ტელევიზორის გამორთვა, დასვენება და ღამით კარგი ძილია.

ტელევიზორის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თვალის ისეთი პათოლოგია როგორიცაა ახლომხედველობა,სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ თქვენი შვილი ყოველთვის ახლოს ჯდება ტელევიზორთან, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს,ესეიგი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ოფთალმოლოგთან.

ახლა , წარმოგიდგენთ ტელევიზორების რამდენიმე ტიპს,რომელთა შეძენის შემთხვევაშიც, ისინი თქვენს სახლში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებენ და რომლებიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ თქვენი და თქვენი პატარების ჯანმრთელობისთვის.

  • LCD იგივე პლაზმურ ეკრანიანი ტელევიზორები

დასახელებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ ეს ტელევიზორები იყენებენ თხევად კრისტალურ ტექნოლოგიას გამოსახულების ეკრანზე გამოსატანად.LCD ტელევიზორები იწარმოება 19–დან 65 ინჩამდე. LCD ტელევიზორები ფასიდან გამომდინარე კარგათ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და მოიხმარენ ნაკლებ ელექტროენერგიასაც.
  • LED

LED ტელევიზორები კიდევ უფრო მაღალი კონტრასტულობითა და ბუნებრივი ფერებით გამოირჩევა და ისინი გაცილებით თხელია, ვიდრე LCD, მოიხმარს კიდევ უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას და მისი სიცოცხლის

ხანგრძლივობაც უფრო მეტია.

  • SMART TV

smart ტელევიზორები,რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის ფუნქცია გააჩნიათ. ის ფაქტობრივად ასრულება კომპიუტერისა და ტელეფონის ფუნქციებს.
  • HD (მაღალი გარჩევადობა)

მაღალი გარჩევადობის ტელევიზორებს სტანდარტულთან შედარებით 5-ჯერ უკეთესი ხარისხის ჩვენება აქვთ. მარტივად რომ ვთქვათ, მათ უფრო დეტალური, ფერადი ეკრანი აქვთ, რამაც სხვათაშორის, ტელევიზიებს საშუალება მისცათ HD ჩვენებაზე გადასულიყვნენ და 2006 წლიდან ახალმა ისტორიამ აიღო სათავე.

ეს არის მოკლე მიმოხილვა, რომელიც ტელევიზორის შეძენისას ზოგადი წარმოდგენას შეგიქმნით მათ ტიპებზე.