თმის მოვლის საიდუმლოებები

05/24/2019
მომხმარებელი Guga Tsinaridze

ნებისმიერი ქალბატონი ცდილობს ყოველდღიურად იდეალურად გამოიყურებოდეს, სწორედ ამიტომ გაღვიძებისთანავე სხვა მრავალ საზრუნავთან ერთად,ქალთა უმეტესი ნაწილი საკუთარ ვარცხნილობაზე ფიქრობს. მოგეხსენებათ, სალონი არაჩვეულებრივი ადგილია ამ მიზნის განსახორციელებლად,თუმცა საინტერესოა, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს ყოველდღე, სალონში სიარულის დრო და საშუალება. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ყველაფერი გამარტივდა და დღეს ბევრი ისეთი ხელსაწყო არსებობს,რომელიც ქალბატონებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. თმის უთო ერთ-ერთი მათგანია,რომელიც ალბათ ყველა გოგონას უნდა ჰქონდეს,მიუხედავად თმის სიგრძისა,მოცულობისა თუ ფორმისა.ეს მსუბუქი და ძალიან მარტივად მოსახმარი ნივთი დაგეხმარებათ სრულიად უფასოდ,ზედმეტი ხარჯების გარეშე გალამაზდეთ სახლის პირობებში. მისი სწორად შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანია ,რათა გამოირიცხოს ისეთი გარდაუვალი მსხვერპლი,როგორიც არასწორი უთოს შერჩევის შემთხვევაში,თმის დაზიანება და მტვრევადობაა.

მაშ ასე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც თქვენი თმა მუდამ აღტაცების საგანი გახდება.

სიმძლავრე

სასურველი ტემპერატურის რეჟიმის ასარჩევად კარგი იქნება თუკი თმის უთოს ექნება ტემპერატურის რეგულატორი. თმის უთოს სიმძლავრე უნდა იყოს დაახლოებით 30-50 ვატი, რათა მაშებმა მიაღწიოს სამუშაო ტემპერატურას. თმის უთოს ტემპერატურა კი 100 დან 2300-მდე მერყეობს.

იაფასიანი თმის უთოს შეძენის შემდეგ ქალბატონები ხშირად ჩივიან ხოლმე, რადგან ყველას თმა არის ინდივიდუალური. ზოგის თმის გასწორებას სჭირდება შედარებით მაღალი ტემპერატურა, ზოგის თმა კი მარტივად სწორდება დიდი ძალისხმების გარეშეც. ამიტომ თმის უთოს შეძენა, რომელსაც არ აქვს ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა, ან დაგიწვავთ თმას, ან საკმარისად კარგად ვერ დაგიხვევთ. უმეტეს წილად თმის უთოებს აქვთ დიაპაზონი 130 გრადუსიდან 230 გრადუსამდე. ხოლო რეგულატორის გარეშე, როგორც წესი 200 გრადუსია.

პროფესიონალური თმის უთო


პროფესიონალული თმის უთოს საშუალებით ძირითადად სტილისტები სარგებლობენ, რადგან ისინი გამოირჩევიან მაღალი სიმძლავრით და გამძლეობით. ასეთ თმის უთოებს გააჩნიათ თერმორეგულიატორის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თმის სტრუქტურის შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შერჩევა.

არაპროფესიონალური თმის უთო


არაპროფესიონალურ თმის უთოებს ნაკლები სიმძლავრე გააჩნია, შესაბამისად ის უფრო დიდ დროს ანდომებს გახურებას. თუმცა, კომპაქტურობის გამო მათი გამოყენება სახლის პირობებში უფრო მოსახერხებელია. მათ შორის არის ისეთი მოდელები, რომელიც გამოყოფს ორთქლს. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან მაშები ძალიან არ აცხელებს თმას და მას ნაკლებად აზიანებს.

მაშების ზედაპირი

არსებობს მაშების დასაფარი სხვადასხვა ზედაპირი:იონურ-კერამიკული, ტურმალინის, ტეფლონის, ტიტანის და ალმასის საფარით დაფარული.

იონურ-კერამიკული მაშები - შეიცავს დამუხტულ ნაწილაკებს, რომელიც დადებითად მოქმედებს თმაზე, ანოტივებს და ანიჭებს ბზინვარებას.

ტურმალინი - არის კრისტალების ნარევი, რომლის გაცხელებისას გამოიყოფა უარყოფითი იონები, რაც დადებითად მოქმედებს თმაზე. მისი საშუალებით უფრო სწრაფად შეიძლება თმის დასწორება და დაზიანების ნაკლები შანსია. იგი თმას უნარჩუნებს სიჯანსაღეს.

ტეფლონის და ტიტანის საფარით დაფარული მაშები - არ წვავს და აჯანსაღებს თმას, გასწორების შემდეგ თმა არის იდეალურ მდგომარეობაში და შედარებით დიდხანს ინარჩუნებს ასეთ სახეს.

ალმასის საფარით დაფარული გამაცხელებელი ფირფიტები - გამოირჩევა საკმასოდ გამძლე მასალით.

თმის უთო კერამიკის მაშებით

კერამიკული მაშები ცხელდება საკმაოდ სწრაფად და თმის დასწორებასაც ნაკლები დრო სჭირდება. იგი არ აზიანებს თმას, პირიქით უნარჩუნებს ბზინვარებასა და სიჯანსაღეს.

მასალა

სასურველია, თმის უთოს კორპუსი თერმოგამძლე მასალისგან იყოს დამზადებული, რადგან გაუძლოს მაღალ ტემპერატურას.


აქვე წარმოგინდგენთ ,თმის მოვლის რამდენიმე საიდუმლოებას,რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ნებისმიერ დროს.

1. თმის უთოს გამოყენება კულულების გასაკეთებლად


2. დაასუფთავეთ რეგულარულად სავარცხელი

სავარცხელი დაასუფთავეთ პატარა ჯაგრისით, რათა ამოიღოთ თმისა და სხვა ნარჩენები. ამგვარად თმას დაბინძურებისგან და დაზიანებისგან დაიცავთ.



3. ურჩი თმის გასასწორებლად გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი და თმის ლაქი.

ხშირად მას, ვისაც შედარებით ხვეული თმა აქვს, ცალკეული თმის ღერების (ძირითადად შუბლთან ახლოს) გასწორება უჭირს მაშინაც კი, როცა თმა მკაცრად გადავარცხნილი აქვს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დაასხით კბილის ჯაგრისზე თმის ლაქი და გადაუსვით ურჩ თმას, რათა გასწორდეს.



4. თმის სარჭის სწორი გამოყენება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თმის სარჭს ბევრი ქალი არასწორი მიმართულებით იკეთებს, რის გამოც ხშირად ვარდება ძირს. დააკვირდით სურათს და მიხვდებით, რომელია მისი გაკეთების სწორი გზა.


6. დილით დაიბანეთ მხოლოდ წინა თმა.

თითქმის ყოველ დილით გჭირდებათ თავის დაბანა, რადგან თმა ცხიმიანდება? არადა გამოძინებაც გსურთ... მოკლედ, დროის დასაზოგად დილაობით დაიბანეთ მხოლოდ ე.წ. "ჩორკა", ანუ წინა თმა. ეს სრულიად საკმარისია, რომ მთელ თმას ცხიმიანობის ეფექტი მოაშოროთ.



7. ვარცხნილობის დასაფიქსირებლად გამოიყენეთ ცივი ჰაერი.

მას შემდეგ, რაც თმა დაივარცხნეთ (საუბარია გაშლილ ვარცხნილობაზე), გამოიყენეთ ფენი ცივი ჰაერის რეჟიმით და დააფიქსირეთ თქვენი ვარცხნილობა.